ქართული სტუმართმოყვარეობა

საქართველოს მსოფლიო იცნობს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანას. ჩვენთან ძალიან აქტუალურია ქართული სუფრა და ღვინის ტრადიციები. აქ წარმოდგენილია ისეთი კერძები, რომლებსაც მხოლოდ ქართველები თუ ამზადებენ. მაგალითისათვის ხინკალი, აჭარული ხაჭაპური ან ჩურჩხელა, ეს ქართული სუფრის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. სუფრის სტრუქტურა გემრიელი საჭმლის, ღვინის, სადღეგრძელოებისა და ცეკვა/მუსიკის ჰარმონიული ნაზავია. ქართველები მკვეთრად გამოირჩევიან სადღეგრძელოების კულტურითაც. ამასთან დაკავშირებით არსებობს ერთგვარი გამოთქმაც – “ქართული სუფრა- ერთგვარი აკადემიაა…” რაც შეეხება ღვინოს, საქართველოში ძალიან ფართოდაა განვითარებული მეღვინეობის კულტურა. ,,არსად ისე ბლომად და ისეთ სურნელოვან ღვინოს არ სვამენ, როგორც საქართველოში…” წერდა მე-17 საუკუნეში ფრანგი მოგზაური შარდენი საქართველოს შესახებ.

3 comments:

  1. meamayeba chemi saqartvelo da chemi qartvelebi....dzalian gamaxara sop shenma blogma......qartuli tradiciebi yvelastvis gisshesanishnavia da me mjera rom amit upro gaugviveb mkitxvelebs samshoblosadmi rwmenas....kargi iyo

    ReplyDelete