ქართული ხელოვნება

ქართული ხალხური ცეკვა და მუსიკა, ეს ის უდიდესი სიმდიდრეა, რაც საქართველოს გამოარჩევს სხვა ქვეყნებისაგან თავისი ორიგინალურობით და კულტურით . მისი არსი ათასწლეულების სიღრმიდან მომდნარეობს. როდესაც განიხილავენ ქართული ცეკვის განსაკუთრებულობას და მის მნიშვნელობას, გამოყოფენ არტისტიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს კომპონენტს – მამაკაცის პლასტიკასა და მიმიკას. ეს არის ცეკვა, რომელიც მთლიანად წარმოაჩენს ნამდვილ ქართულ ხასიათს და სულს. ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედად მიიჩნევენ სამონადირეო ცეკვას, ნაყოფიერების ღმერთის, „შუშპა“-ს პატივსაცემად შესრულებული ფერხულს. ქართული ცეკვები ეს ის უდიდესი სიმდიდრეა რომელიც წლების განმავლობაში იხვეწებოდა და ვითარდებოდა და დღეს რითიც ჩვენს ქვეყანას მთელი მსოფლიო იცნობს. რაც შეეხება მუსიკას, რუსი მუსიკათმცოდნე ვ. ბელიაევი მას ასე განმარტავს – “საქართველოს ხალხური მუსიკალური ხელოვნების ძირითად თავისებურებას წარმოადგენს ორგინალური, ნატიფად დამუშავებული გუნდური მრავალხმიანობის არსებობა, რომელიც ასევე გამოყენებულია საეკლესიო მუსიკაში.” ქართულ ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდან პოლიფონიურობაანუ მრავალხმიანობა ახასიათებდათ. ყველა კუთხეს თავისებური მუსიკალური დიალექტი აქვს, რომელთა რაოდენობა 15-მდე მერყეობს    .
 


No comments:

Post a Comment