“ტრადიცია მხოლოდ იმას როდი ნიშნავს, რომ ერთი თაობა ბრმად და ერთგულად ბაძავდეს წინა თაობას. ტრადიცია, უპირველესყოვლისა, გულისხმობს ისტორიის შეგრძნებას, როცა წარსული არა მარტო წარსულად უნდა აღვიქვათ, არამედ თანამედროვეობადაც…”- უცნობი ავტორი
საქართველო უდიდესი ისტორიისა და კულტურის მატარებელი სახელმწიფოა და თუ განვავრცობთ ზემოთ მოყვანილ ფრაზას, სწორედ ის ქვეყანა სადაც ბოლომდე შეგიძლია შეიგრძნო მისი ისტორიის ხანგრძლივობა და მნიშვნელობა. ის უძველესი და უმდიდრესი ქვეყანაა, მრავალათასწლიანი ისტორიით, ტრადიციებითა და კულტურით, რაც ალბათ დამეთანხმებით რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა. ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს მას, რათა ეზიაროს მის კულტურას და გაიგოს ახალი იმ ქვეყნის შესახებ, რომელიც მიუხედავად უდიდესი ისტორიული განსაცდელისა ათასწლეულების განმავლობაში, ის მაინც ინარჩუნებდა მის სისადავეს და მნიშვნელობას.